вторник, 1 декабря 2015 г.

მოლოდინი



მოგესალმებით,

მე გახლავართ ნატალია თურქაძე სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) პედაგოგი. ვარ ახალბედა მასწავლებელი.  ძალიან მინდა  სხვა პედაგოგებთან ურთიერთობა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მინდა დავეუფლო თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელიც დამეხმარება გამოცდის წარმატებით დაძლევაში რისი დიდი იმედიც მაქვს :) და მომავალში აქ  შეძენილი ცოდნის  აქტიურად გამოყენაბა სასწავლო პროცესში.

პირველი დღე - რეფლექსია
ჩვენმა ტრენერმა, ქალბატონმა შორენამ გაგვაცნო კურსის მიზანი, ამოცანები, დღის რეჟიმი... ვისაუბრეთ და გავიხსენეთ კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელ ნაწილებზე, მათ დანიშნულებებზე, რომელიც PowerPoint-ის საშუალებით წარმოგვიდგინა. კიდევ ერთხელ გავეცანით საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტს.
პირველივე დღე დაიწყო საინტერესოდ. გადავნაწილდით ჯგუფებად, ჩემი მეწყვილე იყო ქუთაისის N 21 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელი ქალბატონი მაკა ნაკაშიძე.მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, პირველი დავალება იყო დოკუმენტის შექმნა და დაფორმატება პროგრამაში MS Office Word-ში, ვფიქრობ ტრენერის პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულება დამეხმარება გამოცდის წარმატების დაძლევაში. 
სამი რამ რაც დამამახსოვრდა:
1)  კომპიუტერის ტიპები, აგებულება, გარე მოწყობილობები.
2)დოკუმენტის შექმნა და დაფორმატება პროგრამაში MS Office Word-ში.
3)საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

კომენტარი: ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული, ჩემთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა , ვარ ძალიან კმაყოფილი. 


ტრენინგის მეორე დღე - რეფლექსია
ტრენინგი მცირე შეფერხებით დავიწყეთ, (ჩაქრა შუქი) მაგრამ მუშაობა საკმაოდ აქტიურად გავაგრძელეთ. ვისაუბრეთ თეორიულ მასალაზე. შემდეგ ქალბატონმა შორენამ მოგვცა სამუშაო საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ში. ტრენინგის მონაწილეები დიდი მონდომებით შევუდექით საქმეს. დღეს ბევრ საინტერესო დეტალს შევეხეთ, დღე დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რამდენადაც Power Point -ის პრეზენტაციებს ხშირად ვიყენებ, ძალიან ბევრი დეტალი ჩემთვის სიახლე იყო. ვიმედოვნებ დღევანდელ ტრენინგზე შეძენილი ცოდნა საშუალებას მომცემს ხარისხიანად და გაცილებით ნაკლებ დროში შევასრულო დავალება.
კომენტარი: დიდი ინტერესითა და მოტივაციით ველი ტრენინგის გაგრძელებას .
ტრენინგის მესამე დღე - რეფლექსია
მესამე დღე დავიწყეთ დიდი შემართებით. ვიმუშავეთ ხატვის რედაქტორ Paint-ში. გავიარეთ თეორიული მასალის ნაწილი.  გავიგე თუ,როგორ უნდა მოხდეს Word-ში  ციტირების, გამოყენებული ლიტერატურის და ბიბლიოგრაფიის მითითება.
უფრო მეტი მაინტერესებს ბლოგის შესახებ როგორ ხდება მასზე  ბმულის გამოყენება...
კომენტარი: ეს დღე საინტერესო აღმოჩნდა თავისი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებით. ამ დღის ტრენინგზე ჩემთვის მთავარი იყო  ელ-ფოსტის პარამეტრების გაცნობა.